დანიაში გაიმართა ტახტის ახალი მონარქისთვის გადაცემის ცერემონია

14 იანვარს კოპენჰაგენში გაიმართა ტახტის ახალი მონარქისთვის გადაცემის ცერემონია – დედოფალმა, 83 წლის მარგარეტ მეორემ ტახტი დაუთმო თავის ვაჟს, 55 წლის ფრედერიკს.
დანიის დედოფალმა, მონარქად ყოფნის 52 წელიწადის შემდეგ, საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა ტახტის დათმობის გეგმის თაობაზე. ის თითქმის 900 წლის განმავლობაში არის დანიის პირველი მონარქი, რომელმაც თავად თქვა ტახტზე უარი.
ახალი მეფის კორონაციის ცერემონიას ათი ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან