ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მაქვს პატივი, პრეზიდენტ ზელენსკის შვედეთში ვუმასპინძლო. ძლიერი და ქმედითი უკრაინა შვედეთისთვის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების განხილვას – ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი“, – წერს ულფ კრისტერსონი.
მანამდე, შვედეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლინკოპინგში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ულფ კრისტერსონს შორის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი და შვედეთის პრემიერი თავდაცვის ექსპორტის შესახებ სიახლეების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება