გამომცემლობა ინტელექტი: მანქანამ ახალი უსამართლო კანონები აამუშავა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა გამარჯვებით დასრულდება. თავისუფლება ბექა ქურხულს!

ჩვენი ავტორის – ბექა ქურხულის რომანებში, მოთხრობებსა და კონფლიქტური რეგიონებიდან (აფხაზეთი, სამაჩაბლო, პანკისის ხეობა, რუსეთ-უკრაინის ომი…) დაწერილ რეპორტაჟებში ასახულია თავისუფალი ადამიანისა და ქვეყნების ბრძოლა აგრესორთა წინააღმდეგ. ესაა ბექას, როგორც მწერლის და მოქალაქის მრწამსი: არ შეეგუოს უკანონობას და ბოლომდე იბრძოლოს სამართლიანობისთვის, ერთიანი საქართველოსთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლოდ დაპატიმრებულ ჩვენს ავტორს და მიგვაჩნია, უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი, რომლის წინააღმდეგაც რეპრესიულმა მანქანამ ახალი უსამართლო კანონები აამუშავა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა გამარჯვებით დასრულდება.
თავისუფლება ბექა ქურხულს!

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?