სასამართლომ „შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის“ კონსტანტინე მიქაიას 14 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული კონსტანტინე მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე, ნინო ენუქიძემ მიქაიას 14 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიქაიას “გზის ხელოვნურად” გადაკეტვას ედავებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.
-ს თანახმად, აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)