აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთისკენ საქონლის ტრანზიტზე

„აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა აკრძალვა სომხეთისკენ საქონლის ტრანზიტზე, რომელიც მოქმედებდა ოკუპაციის დაწყებიდან, – განაცხადა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ასეთი სატრანზიტო გზავნილი იყო ყაზახეთის მარცვლეულის ტვირთი სომხეთისკენ. მჯერა, ეს არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა არსებობს არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ – პრაქტიკაშიც“.
ყაზახეთის მარცვლეულის პირველი პარტია მალე სომხეთში ჩავა: აქტაუ-ბაქოს მარშრუტით და შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზით. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა. „მშვიდობა დამყარდა“, – აღნიშნა მან.
2025 წლის 8 აგვისტოს -ის პრეზიდენტ ს შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაინიციირდა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მოიცავს კონფლიქტის დასრულებას, დიპლომატიური კავშირების დამყარებასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. სამმხრივი შეთანხმების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცა -ის პრეზიდენტ ს ინიციატივა სამხრეთკავკასიურ დერეფანზე, რომელსაც ეწოდება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP).
8 აგვისტოსვე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს მისცა მითითება, „180 დღეში გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებული იქნება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განვითარებაზე – „TRIPP გაკვალავს გზას სამხრეთ კავკასიაში უფრო დიდი ეკონომიკური დაკავშირებადობისთვის და იქცევა მშვიდობის ძეგლად მომავალი თაობებისთვის“.
22 ოქტომბერს იწყება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომლის გახსნაზეც მონაწილეებს მიმართავენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი , სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი. ფორუმის მთავარი თემაა „ინვესტიცია დაკავშირებადობაში – ზრდა სტაბილურობაში“. ფორუმის პარალელურად პირველად იმართება „თბილისის ფინანსური სამიტი“, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაატარებენ, სინგაპურის მონეტარული უწყების მიერ 2024 წელს დაფუძნებულ ორგანიზაცია „გლობალურ საფინანსო და ტექნოლოგიურ ქსელთან“ (GFTN) პარტნიორობით.