“ოცნება” საკრებულოებში ჯამურად 331 ახალ თანამდებობას ქმნის

“ქართული ოცნება” საკრებულოებში 331 ახალ თანამდებობას ქმნის.
შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტის ბიუროზე გუშინ, 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა. კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავენ და მომავალ კვირას მიიღებენ. დაჩქარებულად განხილვის საჭიროება ახსნილია იმით, რომ ცვლილებები უნდა დამტკიცდეს 4 ოქტომბრის ს შედეგად დაკომპლექტებული საკრებულოების აქტიური მუშაობის დაწყებამდე.
ცვლილებების შესაბამისად, იქმნება ახალი – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. გარდა ამისა, ხუთი თვითმმართველი ქალაქის – ს, ს, რუსთავისა, ქუთაისისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეებს კიდევ თითო მოადგილე ემატებათ.
საქართველოში სულ 64 მუნიციპალიტეტია. თბილისის გარდა, სხვა ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში 5-5 კომისიაა. შესაბამისად, 63 მუნიციპალიტეტში 5 ახალი თანამდებობა გაჩნდება, რაც ჯამში 315-ს შეადგენს.
ამას ემატება თბილისის საკრებულოს 11 კომისია, შესაბამისად ამ კომისიების თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობა და 5 თვითმმართველი ქალაქის თავმჯდომარის თითო ახალი მოადგილის თანამდებობა. გამოდის, რომ ჯამში იქმნება 331 [315+11+5=331] ახალი თანამდებობა.
გამომდინარე იქიდან, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებდა და ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს, მოსალოდნელია რომ ამ თანამდებობებს საკრებულოებში პარტიის პროპორციული სიით შესული დეპუტატები და/ან მაჟორიტარები გაინაწილებენ.
კანონპროექტის ავტორები ახალი თანამდებობების შექმნას “საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობითა” და კომისიის, როგორც საკრებულოს “უმნიშვნელოვანესი ორგანოს” ეფექტიანი ფუნქციონირების საჭიროებით ხსნიან.
“საკრებულოს კომისია არის წარმომადგენლობითი ორგანოს უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა და კონტროლი მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაზე. კანონის თანახმად, კომისია არის მუდმივმოქმედი ორგანო, თუმცა მას ჰყავს მხოლოდ ერთი თანამდებობის პირი – კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ერთპიროვნულად უძღვება და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას. მოქმედი ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, სამწუხაროდ არ ითვალისწინებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის არსებობას. ამიტომ, კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა რაიმე მიზეზით საკრებულოში არ ყოფნის შემთხვევაში იქმნება პრობლემა, თუ ვინ უნდა მოიწვიოს და გაუძღვეს საკრებულოს კომისიას, რადგან კომისიის სხდომის მოუწვევლობამ შეიძლება გამოიწვიოს თავად საკრებულოს სხდომის გადადება. ეს პრობლემა მოიხსნება, თუ კანონი გაითვალისწინებს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. ასევე, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს დაემატოს კიდევ ერთი მოადგილე”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში წერია, რომ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ექნება იმდენივე ანაზღაურება, რამდენიც ამავე საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. შესაბამისად, კანონის მიხედვით, მისი მაქსიმალური ანაზღაურება იქნება 4000 ლარი. რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილეებს, თბილისში მისი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა იქნება 9 600 ლარი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქებში – 7 200 ლარი.
“კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ზედა ზღვრის კოეფიციენტი იქნება 2.5. ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზედა ზღვრის კოეფიციენტი რჩება უცვლელი. ვინაიდან, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის არსებული ვარიანტით, VIII თავის 24 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის საბაზისო ანაზღაურება შეადგენს 1600 ლარს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ერთი შტატის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს 4000 ლარს (1600*2.5). შესაბამისად, კანონპროექტის მაქსიმალური გავლენა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ნაწილში არის 20 000 ლარი. ხოლო, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქ. თბილისისა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ერთი შტატის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს 7200 ლარს (1600*4.5), ხოლო თბილისში – 9600 ლარს (1600*6)”, – წერია კანონპროეტქის განმარტებით დოკუმენტში.
ამ კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან “ქართული ოცნების” შემდეგი დეპუტატები: , ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, ზაურ დარგალი, , შოთა ხაბარელი, ირაკლი შატაკიშვილი და ნინო წილოსანი.