ირაკლი პეტერ ფიშერზე – ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ – რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა

ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ – რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებზე გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვა, საქართველოს ხელისუფლება ღია იქნება მასთან თანამშრომლობისათვის.
„ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. ხედავდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანის ყოფნა გერმანიისთვის კონტრპროდუქტიული იყო. არცერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობა, პირიქით, თუ გავიხსენებთ წინა ელჩებს, ყველას თავისი დადებითი წვლილი შეჰქონდა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თანამშრომლობას, პარტნიორობასა და მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. დარწმუნებული ვარ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ის ყველაფერი ძალიან მალე აღდგება.
არ ვიცი, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას გერმანიის ხელისუფლება, თუმცა, როდესაც ახალი ელჩი ჩამოვა, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია