– გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარა – გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!

გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტისა და არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა – გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს! – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს პოლიტიკური პარტიები პატრონების კარნახმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც პარტიებისთვის სამწუხაროა, მაგრამ ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია“.
“აბსურდში არიან – თუ პარლამენტის წევრები გახდნენ, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური! აბა რისი წევრები გახდნენ?!
ყველაფერი ევროპულ ბიუროკრატიასა და „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს – ხან ასეთ ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარია ის არის, რომ ამით ოპოზიციის სასარგებლოდ ვითარებას ვერანაირად ვერ ცვლიან“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება რამდენად განაპირობებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში მისია აკრძალვა არ მოითხოვოს, კობახიძემ განაცხადა, რომ მოვლენებს არ გაუსწრებს და სარჩელის გამოქვეყნებამდე ვერაფერს იტყვის.
„მას შემდეგ, რაც სარჩელი გამოქვეყნდება, დაზუსტებით გაიგებთ, რომელი პარტიები შევლენ სარჩელში“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია