„მოზაიკა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„მოზაიკა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, „მოზაიკა“, კრეატიული საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
„მოზაიკას“ მომსახურება მოიცავს, შემდეგ სერვისებს: კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიულ და ვიზუალურ ბრენდინგს, ვიდეო ფროდაქშენს, კორპორატიულ პრომო საჩუქრებს, ღონისძიების მენეჯმენტსა და დიჯითალ მარკეტინგს.
აღსანიშნავია, რომ დღეს „მოზაიკა“ სთავაზობს დამკვეთებს სრულ სარეკლამო მომსახურებას და ქმნის კრეატიულ პროექტებს, რომლებსაც რეალური შედეგი მოაქვთ ბრენდებისთვის. კომპანიის სლოგანია „წარმოიდგინე წარმოუდგენელი“.
კომპანიაში დასაქმებულია 60-კაციანი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ემსახურება 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს. 5000-ზე მეტი წარმატებული პროექტისა და საერთაშორისო ჯილდოების მიღების შემდეგ, „მოზაიკა“ აგრძელებს უწყვეტ წინსვლას და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში ქმნის ინოვაციურ, დასამახსოვრებელ და შედეგზე ორიენტირებულ კამპანიებს.
„მივესალმებით „მოზაიკის“ მენეჯმენტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიამ 18-წლიანი ისტორიის მანძილზე შეძლო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან საკომუნიკაციო სააგენტოდ დაემკვიდრებინა თავი. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი ისტორიისა და გამოცდილების მქონე კომპანია შემოუერთდა BAG-ის და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს