“სათვალე წამართვეს, ექიმთან არ წამიყვანეს” – კონსტანტინე კოკაიას წერილი ციხიდან

ნინი მამი სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ესეა: 10-11 დღეა აქ ვარ. ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს. ჩამწერეს თვალის ექიმთან – არ წამიყვანეს. მარცხენა თვალში ვერ ვხედავ. გაციებული ვიყავი – ექიმთან არ წამიყვანეს. “აჩკები” წამართვეს არ შეიძლება რკინაო. ექიმმა 5 შუნტიან და 4-სტენდიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი. ბიჭებმა მომარჩინეს კამერაში. სიცხეები მქონდა 1-2 დღე. უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია. კიდევ დაბლოკილი ვარ – არა ბარათი, არ დარეკო. შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რისიც მადლობელი ვარ, ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ,” – წერს კონსტანტინე კოკაია.

ასევე დაგაინტერესებთ