ბაკურ კვაშილავა – რეჟიმი ირყევა, მეფე აღარ ენდობა მეფისნაცვლებს და იწყებს საკუთარი თავის ჭამას, დაერია საკუთარ ხალხს – როგორც კი იწყება დაჭერები, დანარჩენები ხვდებიან, რომ აღარ არიან დაცულები, ამის მოჰყვება დიქტატორის ჩანაცვლება

„ქართული ოცნება“ დაერია ერთგულ ხალხს. რაც უფრო სუსტდება რეჟიმი, იწყებს საკუთარი თავის ჭამას. უკვე აღარ ენდობა მეფე მეფისნაცვლებს, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სა და სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, „7 მილიონი ამ ხალხისთვის არის ჯიბის ფული და ეს „ოცნებაშიც“ კარგად იციან“.
„ქართული ოცნება“ დაერია ერთგულ ხალხს. აბსოლუტურად მოგონილი მგონია, რომ ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული ან 4 ოქტომბრის მოვლენებთან ან ვინმესთან, ან რაიმე გარიგებასთან. ეს არის ის ხალხი, რომლებიც იყვნენ ს ერთგულები. არ მგონია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის უცხო იყოს ის, რომ თანამდებობის პირები „ქართულ ოცნებაში“ არალეგალურად და უსამართლოდ შოულობენ ფულს. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც კი ეს არ არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც აგრძნობინებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მის ინტერესებს იცავს. მათ წინააღმდეგ ძიება დაიწყო იმიტომ, რომ როცა რეჟიმი ირყევა, მას აქვს შიშები. ეს შიშები ძირითადად არის პოტენციური ხასიათის. შეიძლება მას საფუძველი არ ჰქონდეს ამ შიშის, მაგრამ მიაჩნია, იმდენად მორყეულია მისი ძლიერება, რომ მისმა ერთგულმა მხარდამჭერმა ღარიბაშვილმა, ან ლილუაშვილმა, ერთ მშვენიერ დილას რომ გაიღვიძონ და გადაწყვიტონ რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, იმდენად სუსტია რეჟიმი, რომ ჩამოიშლება.
რეალურად რეჟიმმა დაინახა, რომ ამ ხალხს რეჟიმის დასუსტების პირობებში გააჩნია ან ისეთი ინფორმაცია, ან იმ ტიპის მხარდამჭერები პარტიაში, რომ მათი გამოსვლა რეჟიმის წინააღმდეგ, ამ რეჟიმს მომენტალურად ჩამოშლის. ეს რომ აერიდებინა თავიდან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დაიწყო მათი რეპრესია და იპოვეს ვითომ 7 მილიონი. 7 მილიონი ამ ხალხისთვის არის ჯიბის ფული, ეს „ოცნებაშიც“ კარგად იციან. რაც უფრო სუსტდება რეჟიმი, იწყებს საკუთარი თავის ჭამას. უკვე აღარ ენდობა მეფე მეფისნაცვლებს. აღარ ენდობა და უმიზეზოდ იჭერს. როგორც კი იწყებს მათ უმიზეზოდ დაჭერას, დანარჩენები ხვდებიან, რომ ისინი აღარ არიან დაცულები. როგორც კი ისინი ხვდებიან, რომ არ არიან დაცულები, უკვე დიქტატორის ჩანაცვლება იწყება“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
მისივე თქმით, „ამ რეჟიმთან შეგუება გამორიცხულია“.
„ამ რეჟიმთან შეგუება გამორიცხულია. ჩვენ იმიტომ მოვიტანეთ ეს ქვეყანა აქამდე, 30 წლის განმავლობაში იმიტომ არ ვეგუებოდით არავისგან ძალაუფლების გადამეტებას, რომ გვინდოდა ეს ქვეყანა ყოფილიყო ისეთი, სადაც ხალხს თვითონ ექნება საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება რა ჩაიცვას, შარფი შემოიხვიოს თუ არა ზამთარში და რა გააკეთოს. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის ელემენტარულის უკან წაღება, რაც არის თავისუფალი სიტყვა და გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება ყოველთვის გვქონდა, შევარდნაძის პერიოდშიც გვქონდა, მიშას დროსაც კი გვქონდა, ამას ამბობენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც, ახლაც გვაქვს, მაგრამ ამ კანონებით, რომელსაც ყოველდღე იღებენ იმიტომ, რომ იურიდიულად გაიადვილონ საქმე, ზუსტად ამას ურტყამენ. ზუსტად ამ რწმენას, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველში, რომ დემოკრატია არის სიტყვის თავისუფლება. სინამდვილეში დემოკრატია, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე ეს სიტყვის თავისუფლებაა, როგორიც არის თანასწორი კონკურენცია პოლიტიკურ არენაზე, ზეწოლისგან თავისუფალი ბიზნესი, მედია და ა.შ.
რაც შეეხება სავიზო შეზღუდვების დაწესებას, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირი ჩამოყალიბდა და თანდათან არის კონსენსუსი, რომ მთლიანად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არ იქნება მიზანშეწონილი. მიუხედავად მთავრობის განსხვავებული პოლიტიკისა, ქართველი ხალხი რჩება ევროკავშირის ერთგული. მართალია უფრო რთული განსახორციელებელია ხოლმე ასეთი შერჩევითი შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დროს, მაგრამ ევროკავშირი ამაზეც წავიდა და ალბათ, ახლა მთავარი ამოცანა იქნება, რომ ზუსტად დადგინდეს ის ჯგუფები, რომელთაც აეკრძალებათ ევროკავშირში მოგზაურობა ან ამისთვის დასჭირდებათ ვიზა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ერთადერთი, რასაც ბრიუსელისგან ვითხოვთ, ეს არის, რომ საქართველოში დაბრუნდეს იმ დემოკრატიული მექანიზმების ნაწილი, რომელიც არსებობდა და რომელიც საშუალებას აძლევდა ქვეყანას, რომ დემოკრატიისკენ სვლა გაეგრძელებინა. ახლა კი, როდესაც ნებისმიერი კანონით, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს, ჩვენ არამარტო დემოკრატიის პრინციპებს, რაც ხელისუფლების დანაწილებას ნიშნავს, არამედ ადამიანის თავისუფლებებს ვეხებით, ხანდახან ჯანმრთელობის რისკებსაც კი ვქმნით. მაგალითად: ახალი კანონით პირბადის ხმარება, ფაქტობრივად, სრულად იკრძალება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ვირუსი, ტემპერატურა და მაინც აუცილებლად ჩათვალოს, რომ გამოვიდეს სახლიდან, შეიძლება პირბადის ხამრებისთვის იქ დაკითხვა მოუწყონ და ოქმი შეუდგინონ. ფაქტობრივად, ეპიდემიის პრობლემას ქმნიან ქვეყანაში. იმიტომ, რომ არ სიამოვნებთ რუსთაველი რომ არის გადაკეტილი“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
გარდა ამისა, ის გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტების: ქეთა ციცქიშვილისა და ვახო სანაიას დაკავებასაც გამოეხმაურა და მას აბსურდული ბრალდებით დაკავება უწოდა.
„ქეთა ციცქიშვილი და ვახო სანაია დააკავეს ყოვლად აბსურდული ბრალდებით. აქ არის მთავარი მეორე რამ: საქართველოში არის „იმედი“, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს გასართობი შოუებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რომ აქ დასაქმებულები არიან ადამიანები, რომლებიც, ალბათ, საკუთარ თავს უწოდებენ ჟურნალისტებს. „ქავერი“ გამოიტანეს, სადაც წერია, რომ „დაპატიმრებულია რადიკალი აქტივისტი, ვახო სანაია“. ამ დროს რომ ჰკითხო, გიორგი სანაიაა მათი იდეალი. ვითომ ამ იდეალებზეა „იმედი“ გაკეთებული და ა.შ. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტები რისგან არიან გაკეთებულები, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებენ, არ უნდა დაწერო, რომ „რადიკალი აქტივისტია დაკავებული“ და უნდა გეყოს იმდენი სინდისი, რომ თქვა, ჟურნალისტია დაკავებულია, შესაძლოა, რადიკალური ქმედებისთვის. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, სად ვცხოვრობთ და რა ტიპის დიქტატურაა. ამ ყველაფრის მერე ეს მთავრობა გამოდის და ამბობს, რომ რა უფლება აქვთ ევროპელებს გვითხრან, რომ ჩვენთან არ არის დემოკრატიაო“, – განაცხადა კვაშილავამ.