ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს ადვოკატები დღეს მოინახულებენ

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს, რომელიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, ადვოკატები დღეს მოინახულებენ.
შეგახსენებთ, ქეთა ციცქიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინ შეუფარდა. მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ქეთა ციცქიშვილს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ.