სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდება – ფაშინიანი

სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 2026 წლის 1 იანვრიდან ორი წლის ნაცვლად იქნება 1.5 წელი.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
“თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ ეს რეგულაცია 2026 წლის ზაფხულის გაწვევიდან ამოქმედდებოდა, თუმცა დღეს თავდაცვის მინისტრთან, ხოლო წინა სხდომაზე ჩემს პარლამენტარ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კანონი უფრო ადრე, 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდებოდა. ანუ 2026 წლის ზამთრის გაწვევიდან სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური ორ წლის ნაცვლად იქნება 1.5 წელი. მადლობას ვუხდი და წარმატებულ სამსახურს ვუსურვებ ჩვენს ყველა ჯარისკაცს“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა.