ევროპარლამენტარი ქეთა ციცქიშვილზე – კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი დააპატიმრეს – საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა რუსული სტილის კანონებისა და რეპრესიებისგან იხრჩობა

კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი დააპატიმრეს – საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა რუსული სტილის კანონებისა და რეპრესიებისგან იხრჩობა, – ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას.
„კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი დააპატიმრეს. ყოველდღე ციხეში კიდევ ერთი ჟურნალისტი, აქტივისტი, მოქალაქე თუ პოლიტიკოსი ხვდება. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა რუსული სტილის კანონებისა და რეპრესიებისგან იხრჩობა“, – წერს ევროპარლამენტარი.
მისი განცხადებით, ევროპა არ უნდა გაჩუმდეს.
„ევროპა არ უნდა გაჩუმდეს. შეაჩერეთ რუსული აგრესიის შეღწევა ევროპის კარიბჭეში“, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს