ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი:
37 წელი ვისაც გიკვირთ, შეხედეთ ერთ კონკრეტულ ფაქტს, რადგან ჟურნალისტები მეტნაკლებად ცნობილი ხალხია, თან Facebook-ის ეპოქაში ვცხოვრობთ, მარტივად დასანახია.
ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. კოლეგების საოცარი სოლიდარობა ვნახეთ, მხრადამჭერ განცხადებებს არ უერთდება სამთავრობო მედია. პერონალურადაც მხოლოდ ბელა ზაქაიძის პოსტი შემხვდა, რაც დასაფასებელია.
მაგრამ რეჟიმის მიერ კონტროლირებად მედიაში ადამინები მუშაობენ, რომელთან ერთადაც ქეთას არ ვიცი, მაგრამ ვახოს წლები უმუშავია.
ასეც რომ არ იყოს, გამაყრუებელია მათი დუმილი. რომც არ იცნობდეს, ყველამ იცის, რომ ვახოს და ქეთას ციხეში არაფერი ესაქმებათ.
ასე იყო 37-შიც, ღამით ბორკილებდადებული ნარჩევი, განათლებული ხალხი გაჰყავდათ სახლებიდან შვილების თვალწინ. არფერი განსხვავებული.
ამიტომ მდუმარები საკუთარ თავთან მარტო რომ
დარჩებით, ვესრად დაიმალებით. თუ სინდისი არა, ოდესმე კარზე კაკუნი შეგაწუხებთ, იმიტომ, რომ ბოლოს თქვენც მოგადგებიან.
მორალის კითხვად არ მიიღოთ, უბრალოდ, პარალელია, როგორ ამყარებენ ავტოროტარიზმს მდუმარენი.