ჟურნალიტი თამო კეშელავა:
“აკაცუკებს” აფინანსებს ევროპა-ამერიკა და მაგიტომ გვინდა “გამჭვირვალობის” რუსული კანონიო, ხოდა, მაგის მერე ფულით მარტო თავისიანები დაიჭირეს!
მარტო თავისიანებიდან ამოიღეს ფული მას მერე.
ქრთამიო, გადამალულიო…
მას შემდეგ დიდი ფული რაც ამოიღეს, რუსული რუბლის გათეთრებით ნაშოვნიაო და რუსეთიდან შემოქონდათო…
არა, “აკაცუკებსაც” იჭერენ ბლომად და ამოღებულია – პირბადე, პირბადე, პირბადე, პირბადე, პირბადე და ერთხელ, ადრე, ლაზერიც კი ამოიღესო ბოროტი ხმები უბნობენ.
რა უცნაურია, კაცო, რევოლუციის ფულს “აკაცუკებს” უგზავნიან, ამდენი დაიჭირეს და გაჩხრიკეს და ფული მაინც სულ თავისიანებიდან ამოაქვთ…
და კიდე, 4 ოქტომბრისთვის, თურმე, სადღაც ტყეში, ვიღაცას იარაღი კი ჩაუფლავს, მაგრამ მერე არ ამოუთხრიაო, დაავიწყდა, ალბათ, ან დაეზარა და ტყვია მარტო თორნიკე რიჟვაძის ფილტვიდან ამოიღეს…