იაპონიის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქალი აირჩიეს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი აირჩიეს. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს იაპონიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნული თანამდებობა ქალმა დაიკავა.
იაპონიის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად ტაკაიჩის 233 ხმა სჭირდებოდა, თუმცა მან 237 ხმა მიიღო.
სანაე ტაკაიჩი იაპონიის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელად 4 ოქტომბერს აირჩიეს. „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ იაპონიის უმსხვილესი პარტიაა.
„ჩემი მიზანია, იაპონიის რკინის ლედი გავხდე“, – განაცხადა ტაკაიჩიმ საკუთარი კამპანიის დროს.
როგორც „ბიბისი“ წერს, მოსალოდნელია, რომ ფიცის დადების ცერემონია დღე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს