სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის, ვარდან ღუქასიანის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, კიმა ავდალიანმა რუსულ მედიას განუცხადა.
მანამდე, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გიუმრის მერიაში გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „მასობრივ არეულობებში მონაწილეობის“, „თანამდებობის პირის კანონიერ საქმიანობაში ჩარევის“ და „მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის“ მუხლებით აღიძრა.
„მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში 33 ადამიანი დააკავეს“, – განაცხადა ავადალიანმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ღუქასიანი გუშინ დააკავეს. მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. დაკავებას წინ უძღოდა მერიის შენობასთან ვარდან ღუქასიანის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს