საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დაპატიმრებამდე ელისეის სასახლეში გაუმასპინძლდა. მოქმედმა პრეზიდენტმა მისი წინამორბედი სასახლეში გუშინ, დაპატიმრებამდე 2 დღით ადრე მიიწვია.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც სასამართლომ დაადგინა, 2007 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს უფლება მისცა, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ. თავად სარკოზი ბრალს არ აღიარებს. ის სასჯელის მოხდას 22 ოქტომბრიდან დაიწყებს.
