ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯით გააჩუმოს – Amnesty International

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშინებითა და დასჯით გაჩუმება გადაწყვიტა.
ასე ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ პროტესტის წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული კანონების ამოქმედებას, რომლის გამოც ბოლო დღეებში ათეულობით მოქალაქე დააკავეს.
„ეს დაკავებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების სულ უფრო მწვავ ტენდენციას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ გარკვეული შეზღუდვები დააწესონ საპროტესტო აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, ახალი ცვლილებები გაცილებით სცილდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულს.
მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს ვინმეს შეწუხება – ეს არ ამართლებს დარბევას ან დაპატიმრებას, რაც არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობის დროს უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯით გააჩუმოს.
ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც დაკავებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელების გამო“, – აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს