“დამატყვევეთ, მეც ვკეტავდი გზას” – გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა. როგორც ის ამბობს, მისი თანამებრძოლების მსგავსად რუსთაველის გამზირზე ისიც კეტავდა გზას და სურს, რომ პოლიციამ ისევე დააკავოს, როგორც აქციის სხვა მონაწილეები.
„ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა, და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვევონ ზუსტად იგივენაირად, იმიტომ რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ და ამიტომ, მე მოვედი ახლა მათთან“, – განაცხადა თავართქილაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – თბილისში მოწყობილ კუსტარულ საწარმოში ამზადებდნენ ტკბილეულსა და ყავას, რომლის რეალიზაციას Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით ახდენდნენ – დაკავებულია ორი პირი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა – სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ არ შევთანხმებულვართ