Amnesty International – საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს, – ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი „საქართველოში დაკავებების ახალ ტალღას ეხმაურება, სადაც პოლიციამ საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააკავა“.
„აღნიშნული დაკავებები ხაზს უსვამს რეპრესიების მწვავე ტენდენციებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესონ, ახალი ცვლილებები სცდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს. მშვიდობიანმა შეკრებამ შესაძლოა დროებით შეაფერხოს მოძრაობა, მაგრამ ეს არ ამართლებს დაშლას ან დაკავებას და აღნიშნული არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობის დროს უკანასკნელი ზომა უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს“.
„ხელისუფლებამ ყველა ის ადამიანი უნდა გაათავისუფლოს, ვინც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს