დონალდ ტრამპი – თუ „ჰამასი“ კარგად არ მოიქცევა, მაშინ მათ გავანადგურებთ

თუ „ჰამასი“ კარგად არ მოიქცევა, მაშინ მათ გავანადგურებთ , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზესთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ „ჰამასთან“ შეთანხმება დავდეთ. ისინი კარგად მოიქცევიან და თუ არა, მაშინ მათ გავანადგურებთ, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, კვირას ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ღაზაში „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბეს, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს და ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიღუპა.
დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განახლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს