ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2023

ვის გარშემო შეიძლება მოხდეს ახალი პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბება
რას გულისხმობს მოსკოვი “თბილისთან უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობაში” ჟენევის ფორმატში ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით
რა კუთხით გააძლიერებს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებას ინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად
* * *
ვის გარშემო შეიძლება მოხდეს ახალი პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბება
“ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა პოლიტიკურ პარტიებს გააქტიურდნენ და დაიწყონ მზადება არჩევნებსითვის – ასე აფასებენ ანალიტიკოსები პოლიტიკური პარტიების ლიდერების ბოლო დროინდელ განცხადებებს, სადაც ღიად არის საუბარი პატიების გაერთიანებებზე და ცენტრების ჩამოყალიბებაზე. ასევე კეთდება მინიშნებები ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაზე. “ოცნებაში” აცხადებენ, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ შესაძლოა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახონ, საკუთარ ქმედებებს გადახედონ; “მათი რეიტინგი გაზრდის ნაცვლად მცირდება, ამიტომ უნდა გადააფასონ თავისი პერსპექტივები” – ფიქრობენ “ოცნებაში”. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო კვლევების თანახმად “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს 20%-ი და ნაკლები. სხვა პარტიები კი დღევანდელი მონაცემებით, ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის გარშემო შეიძლება მოხდეს ახალი პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბება.
“ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, ჩვენ ყველაფერს გავაკთებთ, რათა ჩვენი რეიტინგი საარჩევნოდ კიდევ უფრო მეტად გაიზარდო. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს”, – აცხადებს ირაკლი . უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან სტრატეგიის შეცვლას და ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ახალი ძალის გამოჩენას, ანალიტიკოსები არ გამიორცხავენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების გამსხვილება მოხდეს და შეიქმნას 4-5 ცენტრი. “მესამე პოლიტიკური ძალა იქნება ის, როცა მოხდება თანაბრად დისტანცირება როგორც “ოცნებიდან”, ასევე “ნაცმოძრაობიდან” და ამას ხალხი დაინახავს. მეც ველოდები ახალი ძალის გამოჩენას. უნდა შეიქმნას ცენტრები, ანუ მოხდეს პატარა პარტიების გაერთიანება საერთო პლათფორმაზე. ასეთი სამი -ოთხი ცენტრი მაინც უნდა შეიქმნას, რომელებსაც შეუძლიათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამაზე მუშაობა დროზე უნდა დაიწყონ, რადგან იანვრის ბოლომდე პოლიტკიური სეზონი მკვდარია, გაზაფხულზე ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა შემდეგ გვიან იქნება” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ექსპერტი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ცნობადი სახეებიდან ვერავინ შეძლებს, თავისი ქარიზმითა და იდეებით, მოიზიდოს მოსახლეობის დიდი ნაწილი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიციაში კი არა საზოგადოებაში არ არსებობს იმის რესურსი, რომ შეიქმნას კალასიკური პოლიტიკური პარტია. 300-მდე დაჯგუფებაა რეგისტრირებული დღეს საქართველოში, მაგრამ ხალხი ხმას მაინც აძლევს პიროვნებას და არა პარტიას. დღევანდელი ცნობადი სახეებიდან კი არცერთი არ არის ქულების შემქმნელი, არც გახარია, არც ლელეო, ბოკერია. დღეს ცნობადი სახეებიდან არავის აქვს შანსი გახდეს მესამე ძალა, რომელიც თავისი ქარიზმითა და იდეით მოიზიდავს მოსახლეობის დიდ ნაწილს”, – მიიჩნევს პეტრე მამრაძე. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიჩნევს, რომ მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენა პრობლემა არ არის, თუმცა არ ჩანს ისეთი ლიდერი, რომელიც მთელ პოლიტიკურ სპექტრს “ააყირავებს”, – დასძენს გამოცემა.
“ახალი პროლიტიკური ძალის გამოჩენა პრობლემა არ არის, პრობლემაა, რამდენად იქნება ეს ძალა გამწევი. ოპოზიცია ჯერ არ დალაგებულა და არც ლიდერი ჩანს. შეიძლება სადმე ჰყავთ გადამალული, რომელიც გამოჩნდება და ააყირავებს მთელ პოლიტიკურ სპექტრს. რა შეეხება ცენტრებს, არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ცენტრების ორგანიზება: ერთი ზურაბიშვილის და მეორე ვიქტორ ყიფიანის ირგვლივ; მაგალითად ყიფიანის ირგვლივ, “ლელოს” და გახარიას პარტიის გარდა, გაერთიანდეს პატრა პარტიები და მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რას გულისხმობს მოსკოვი “თბილისთან უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობაში” ჟენევის ფორმატში ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით
“მოსკოვი ცდილობს ოკუპირებულ რეგიონებთან მომხდარი ინციდენტების გამომწვევ მიზეზებზე პასუხისმგებლობა თბილისს დააკისროს და ეგრედ წოდებული საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წამოიწყოს. ს საგარეო უწყება ჟენევის დისკურსიების ფარგლებში ოფიციალურ თბილისთან მუშაობის გაძლიერების ინიციატივით გამოდის და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის მიზნით მოლაპარაკებებისთვის ემზადება, რათა სასაზღვრო ზონაში გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული: რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკურსიების თანათავმჯდომარეებთან ისაუბრა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გულისხმობს მოსკოვი “თბილისთან უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობაში” ჟენევის ფორმატში ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.
“საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინცინდენტის ფონზე ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან აირიდონ ახალი გამწვავებები საქართველო-“სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზონაში. “ადგილზე” უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ერთი მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის და მეორე, ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკირებით”, – ნათქვამია განცხადებაში. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებაში გინტურის მკვლელობა საქართველოს ბრალდება, რადგან მან თითქოს ვერ გააკონტროლა საზღვრები”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს პრაქტიკულად გაღმა შეედავეს ვარიანტია. რაც რუსეთმა გაბედა ამ განცხადებაში. რუსეთი ქართულ მხარეს აბრალებს გინტურის მკვლელობას, რომ ქართველებმა ვერ გაამყარეს კარგად საზღვრები. ასე შეიძლება ითარგმნოს რუსული განცხადება. გაამყარეთ თქვენი საზღვრები, ნუღარ გადმოვლენ, ჩვენ იძულებულები ვიქნებით მოვკლათ, ანუ ქართულ მხარეს ჰკიდებს პასუხისმგებლობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს. წესით, უნდა თქვას, რომ არავითარი საზღვრები არ არსებობს. საზღვარი არის კავკასიონის ქედზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარი და თუ მართლა გინდა საზღვრების დადგენა, დავსხდეთ რუსეთმა და საქართველომ და დავადგინოთ საქართველო- რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, რომელიც არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთისგანაც აღიარებული. ამის შემდეგ ყველაფერი იქნება წესრიგში. ამას ვერ უბედავს საქართველოს საგარეო სამინისტრო რუსეთს და რუსეთი თავხედურად ახსენებს საქართველოს, რომ საზღვარი გადის სადღაც მანდ, გორსა და ცხინვალს შორის და ა.შ. უნდა ითქვას რომ არავითარი საზღვარი მანდ არ გადის. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთს კიდევ ჰყოფნის თავხედობა აქეთ გადმოგვაბრალოს ეს ყველაფერი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” რუსეთის ფედერაციის განცხადების განწყობილებაში მოლაპარაკების დაწყების სურვილს კითხულობს. “რუსეთს უნდა საქართველოსთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე მოლაპარაკების დაწყება, ამ განცხადებაში სწორედ ეს იგულისხმება. რომ ჩაეკითხო, შეიძლება თქვას, მაგას კი არ ვგულისხმობ არამედ ვგულისხმობდი, რომ საქართველომ უნდა გაამკაცროს საპოლიციო ძალებით საზღვრის კონტროლი, იქ არავინ არ უნდა გამოატარონ, მაგრამ, სინამდვილეში პირველ პუნქტს გულისხმობენ” – თვლის მამუკა არეშიძე”, – წერს სტატიის ავტორი.
რა კუთხით გააძლიერებს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებას ინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად
“რიგ საკითხებთან ერთად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებია მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების თავიდან აცილება და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება. რაც უფრო თამამად იდგმება გაფართოებისკენ ნაბიჯები, მით უფრო აქტუალური ხდება საკითხი თუ როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურა ახალ რეალობაში და როგორ გააღრმავებს მხარდაჭერას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე საწყის ეტაპებს გადიან, მათ შორის საქართველო. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ევროკავშირი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციაა, თუმცა, პოლიტიკური დიპლომატიური მექანიზმების ვრცელი ჩამონათვალით უსაფრთხოების თვალსაზრისით ეხმარება როგორც თავის წევრ, ასევე ასპირანტ ქვეყნებს. მათივე შეფასებით, ევროკავშირს რაც უფრო დავუახლოვდებით, ეს დახმარება და მხარდაჭერა მით უფრო გაიზრდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა კუთხით გააძლიერებს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებას ინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად.
“ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად კი, ევროკავშირის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ ამოქმედებულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ასახელებენ, რომელიც ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ისინი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულების აღსრულების პროცესს აკვირდებიან. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დათქმებშიც ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებაა მითითებული ერთ-ერთ პუნქტად. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან”აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს განვითარებაში წლებია ეხმარება და ეს უფრო გაძლიერდება, როცა გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წევრი ქვეყანა არ ვართ და მხოლოდ კანდიდატის სტატუსის ძიებაში ვართ, ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი იყო არაღიარების პოლიტიკის კუთხით და ერთ-ერთი მიზეზი თუ ჩვენი დიპლომატია არაღიარების პოლიტიკასთან რატომაც იყო წარმატებული, ეს სწორედ ევროკავშირის, -ის და სხვა პარტნიორების დახმარების შედეგი იყო. მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა რუსეთიდან ზეწოლას განიცდის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ს ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარონ, სწორედ ევროკავშირია ის გაერთიანება, რომელიც მხარს წლების განმავლობაში გვიჭერს. ევროკავშირი განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ცდილობს დაეხმაროს, როგორც ს, ისე მოლდოვას და საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე არის დახმარებითი პროგრამა, რომელიც ძალოვან და სხვა სტრუქტურებს განვითარებაში ეხმარება. ევროკავშირი სამხედრო ბლოკი არაა, რომ ქვეყანას პირდაპირ ამ სფეროში დაეხმაროს, ძირითადად პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებზეა ორიენტირებული. ევროკავშირს რაც უფრო დავუახლოვდებით, ეს დახმარება მით უფრო გაიზრდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს წლებია გვერდში უდგას, თუმცა, რაც უფრო დავუახლოვდებით გაერთიანებას, მით უფრო გაძლიერდება მისი მხარდაჭერა უსაფრთხოებისა თუ სხვა საკითხებში. “ევროკავშირი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პოლიტიკურ-დიპლომატიური მექანიზმების ვრცელი ჩამონათვალით ეხმარება, როგორც თავის წევრ, ასევე ასპირანტ ქვეყნებს. თითქმის ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამავდროულად ნატოს წევრები არიან და მათ ეს თავდაცვის ქოლგა აქვთ. რაც შეეხება ბორელის თუ სხვა ბრიუსელელი ჩინოსნების დაპირებას, კარგია, მაგრამ დაპირებიდან საქმის განხორციელებამდე ვრცელი ნაბიჯები არ უნდა იყოს და ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველო დაცული იყოს”, – მიიჩნევს გია აბაშიძე, რომლის თქმით, “კარგია, რომ 2008 წლის აგვისტოს მერე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთანაა. ცუდია, რომ მათ დღემდე არ აქვთ საშუალება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და დისტანციურად ადევნებენ თვალყურს”, – დასძენს გამოცემა.
“თუმცაღა, ამას ეფექტი მაინც აქვს, რომ ესკალაცია არ მოხდეს, თუნდაც მცირე საბაბის გამო. მუშაობს სატელეფონო ცხელი ხაზიც და ჩვენ ვხედავთ, რომ როცა ჩვენს თანამოქალაქეებს უკანონოდ იტაცებენ, რამდენიმე საათში თუ დღეში, მათი გათავისუფლება ხდება, თუმცა, ჩვენი თანამემამულეები სოხუმისა და ცხინვალის ციხეებში დღემდე არიან, მათ გათავისუფლებას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა თავისი მცირე პოლიტიკურ-დიპლომატიური რესურსებით, ევროკავშირი გიგანტური ორგანიზაციაა და მეტი რესურსები აქვთ კრემლთან დასალაპარაკებლად და ამა თუ იმ მოთხოვნის წინ წასაწევად. ევროკავშირი ახალი ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ-პოლიტიკური პაკეტების შემოღებაში კრეატიულია ხოლმე, დაველოდოთ რა იქნება, ალბათ ეს პროცესი უფრო ფორსირებულად წარიმართება, როცა დეკემბერში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად მოგვანიჭებენ”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ვროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს საქართველოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს თუ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორია ევროკავშირის გრძელვადიანი ხედვა რეგიონის მოწყვლად ქვეყნებთან მიმართებაში და ამ ხედვაზე რა ფაქტორები მოახდენს ზეგავლენას. მან კი ვრცლად უპასუხა თუ რა გეგმები აქვე ევროკავშირს. “ომი ცვლილებების ძლიერი კატალიზატორია; ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში გამონაკლისი არ არის. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის მხარდაჭერა უპრეცედენტო მასშტაბით, მძიმე შეიარაღების მიწოდების ჩათვლით. ეს გადაწყვეტილებები რევოლუციურია. ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მაგალითად, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. არალეტალური სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია საქართველოს თავდაცვის ძალებმა უკვე აპრილში მიიღო და მას შემდეგ მიწოდებას ვაგრძელებთ”, – განაცხადა ბორელმა, რომლის თქმით, `ეს აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადასარჩენად. ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის ამ დრომდე 62 მილიონი ევროა გამოყოფილი”, – წერს სტატიის ავტორი.
“ისევე, როგორც დღეს ვდგავართ უკრაინის გვერდით, ჩვენ საქართველოს გვერდითაც ვიდექით და ვიდგებით, და მხარს დავუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი ვიზიტის დროს აღინიშნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების 15 წლისთავი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ხანგრძლივი მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერის საქმეში. თუმცა ვიცი, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ევროკავშირმა უნდა შეძლოს სწრაფად მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს ნეგატიური მოვლენები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს რეგიონში და ორივე მიმართულებით მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი გამოყოს… აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა უნდა გაუმკლავდეს გამოწვევას – თუ როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურობას, სახელმწიფოებს შორის დიდი განსხვავებების ფონზე. თვით პარტნიორი ქვეყნების პასუხისმგებლობა და ჩართულობა მთავარი ფაქტორი იქნება. საბოლოო მიზანი უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობაა – არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს მიღმაც – რაც ამ სივრცეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან დაიცავს მომდევნო წლებში”,- განაცხადა ბორელმა საქართველოში ვიზიტისას”, – დასძენს სტატიის ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ