„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
21 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ტრაპაიძის ქუჩის N12-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს, საღამოს 23:00 საათიდან, 22 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანულის დასახლებას, გლდანის ხევს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის III მიკრორაიონის N1-13 და N77-88, IIIა მიკრორაიონის N14-24, გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს; ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, ჯანჯრავას, კობერიძის, მიდელაურის, ვართაგავას, საბაშვილის, კანდელაკის, შენგელაიას, ტიულენინის, სამხარაულის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ჟღენტის, გულისაშვილის, ორბელიანის, ოშკელის, ინგუშეთის, ბაბილოძის , ბელქანიას, თეთრი ტბის, კვესის, კობახიძის, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, ყუფშიძის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძის, რუსთაველის, წყაროს, გოგიაშვილისა და მანსვეტაშვილის ქუჩებს.
სოფლებს: ბერთუბანს, გიორგი წმინდას და გლდანს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს