“მთავარ კანონდამრღვევებად უნდა იქცნენ ბებია-ბაბუები. დაიჭირონ, თუ დაიჭერენ” – გიორგი მელაძე

დილემა ასეთია: ვცდილობთ რეალობის მართვას, თუ ვემზადებით გაუარესებული რეალობისთვის? რეალობის მართვის სტრატეგიამ თვაისი შედეგი დადო და ქოცები “დაუსჯელად” ვეღარ გაძვრნენ. მაგათი მოლოდინი იყო, რომ ამჯერადაც გააკონტროლებდნენ საპროტესტო საზოგადოებას და საერთაშორისო საზოაგდოების მობილიზაცია ისეთ დროს დაიწყებოდა, როცა ამათ განაღდებული ექნებოდათ დიქტატურა. ეგრე არ მოხდა. პროტესტმა და მობილიზაციამ შესაძლებელი გახადა დროული მობილიზაცია, რეაქცია და გვაქვს სანქციები. გვჭირდება მეტი და ეს სამუშაოა. როგორ ვიქცევით დღეს, როცა ქოცები უკვე აანონსებენ საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას? ახლა გვჭირდება ახალი სამოქალაქო კონსენსუსი. თითოეული ადამიანი ძვირფასია. დღევანდელი პროტესტის შემქმნელი და მტვირთავი ნებისმიერი ადამიანი კიდევ უფრო მეტად ძვირფასია. შეიძლება ახლა დამცინოთ, მაგრამ პროტესტმა უნდა შეცვალოს სტრატეგია და მთავარ კანონდამრღვევებად უნდა იქცნენ ბებია-ბაბუები. დაიჭირონ ეს ადამიანები, თუ დაიჭერენ. დაუმორჩლებლობა უნდა აზიანებდეს სახელმწიფოს და არა პროტესტის მონაწილეებს. თუ მთელი საზოგადოება ჩაერთვება პროტესტში, მთავრობა გატყდება. 20 ხანდაზმულ 70+ ადამიანს შეუძლია მთავრობა გაცილებით უფრო ცუდ დღეში ჩააგდოს, ვიდრე 2000 ახალგაზრდას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს