19 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ ნინო ბერუაშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

დაკავებული აქტივისტი ნინო ბერუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ბერუაშვილს საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ.
ცნობისთვის, ნინო ბერუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე “ნიღბისმაგვარი საშუალებით სახის დაფარვას” ედავება.
ამ დროისთვის სამართალდამცავებს 5 პირი – საბა ჯაფარიძე, თემურ სარალიძე, თამარ თორთალძე და ნინო ბერუაშვილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორისაა, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც.