ერთ წელში ტრევის შადრევანში ტურისტებმა 1,6 მლნ ევრო ჩააგდეს

რომში, ტრევის შადრევანში წელს რეკორდული თანხა შეგროვდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ის ინფორმაციით, რომელიც შადრევანში შეგროვილ თანხას განკარგავს, 2023 წელს 1,6 მლნ ევროს ფარგლებში შეგროვდა. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1.43 მლნ ევრო იყო. –
მათი თქმით, თითქმის ყოველდღე, შეგროვილი მონეტები ილუქება ჩანთებში და დასახარისხებლად და კონვერტაციისთვის იგზავნება.
მილიონ ნახევარი ევროს მონეტები მთელი მსოფლიოდან 33 ტონას იწონის, ხოლო ტრევის შადრევანი წლიური „შემოსავალი“საშუალო რომაული მუზეუმის მოგებას აღემატება. მაგალითად, რომის ეროვნული მუზეუმი წელიწადი მილიონ ევროზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებს.
ტრევის შადრევანი ბაროკოს სტილში 1732-1762 წლებში არქიტექტორ ნიკოლო სალვის მიერ აშენდა. 2019 წლის დასაწყისში ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის ხელისუფლებას გაუჩნდა იდეა, რომ ტრევიდან თანხების ნაწილი ქალაქის ბიუჯეტში გადაემისამართებინა სოციალური პროექტების, არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციისა და მოვლა-პატრონობისთვის. კრიტიკის ტალღის შემდეგ, დედაქალაქის ყოფილმა მერმა საზოგადოება დაარწმუნა, რომ რომაული მთავარი შადრევნიდან მონეტების გაგზავნა საქველმოქმედო მიზნით გაგრძელდება და მერიის გადაწყვეტილება პრესამ არასწორად განმარტა.