ლას-ვეგასში გამართული CES ტექნოლოგიის გამოფენა First Look-ის ღონისძიებაზე Samsung-მა მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე MicroLED ეკრანი წარმოადგინა. ამის შესახებ Engadget წერს.
კომპანიამ წარმოადგინა 3 ეკრანი განსხვავებული დიზაინით. 2 მათგანს ჰქონდა შეფერილი მინა, მესამე სრულიად გამჭვირვალე და უჩარჩოო იყო. მნახველები აღნიშნავდნენ, რომ გამჭვირვალე MicroLED პანელებზე კონტენტის ჩვენება ჰოლოგრამას ჰგავს.
Samsung-ის წარმომადგენლის თქმით, ვინაიდან გამჭვირვალე MicroLED დისპლეებს უფრო მაღალი სიკაშკაშე აქვთ გამჭვირვალე OLED პანელებთან შედარებით, მათზე ასევე ნაკლებად მოქმედებს ატმოსფერული შუქი.
ჯერ არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ეღირება ასეთი დისპლეები ან როდის გამოჩნდება ეს ტექნოლოგია საცალო გაყიდვაში. Samsung-ის MicroLED ტელევიზორების ფასის გათვალისწინებით, ახალი ეკრანები ძვირი იქნება.