სომხეთის ქალაქ გიუმრის მერიასთან პოლიციასა და მერის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა

სომხეთის ქალაქ გიუმრის მერიასთან პოლიციასა და მერის, ვარდან ღუქასიანის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა.
სომხური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მანამდე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ღუქასიანი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები. მერიის თანამშრომლების თქმით, მერი შენობაში იმყოფება. ის დაკავებულია და მალე, სავარაუდოდ, შენობიდან გაიყვანენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს