19 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ მომიტინგეს, თემურ სარალიძეს სასამართლომ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

დაკავებული აქტივისტი თემურ სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
თემურ სარალიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე „ნიღბისმაგვარი საშუალებით სახის დაფარვას“ ედავებოდა.
სამართალდამცავებმა თემურ სარალიძის გარდა, დღეს კიდევ 4 პირი – საბა ჯაფარიძე, თამარ თორთლაძე, ნინო ბერუაშვილი და ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს