ოლიგარქის შეუსრულებელი პროექტები | მწვანე კონცხზე 14 000 კვ.მ-ის ტერიტორია, სადაც 33 მლრდ ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, კვლავ ცარიელია

ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელი პროექტები. მწვანე კონცხზე 14 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი, სადაც ოლიგარქს ჯერ კიდევ ორი წლის უნდა განეხორციელებინა 33 მილიონის ინვესტიცია, კვლავ ცარიელია.
არადა, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ხალხს პირდებოდა, რომ აჭარის ერთ-ერთი მიმზიდველ ტურისტულ ადგილას მრავალფუნქციური სასტუმრო 150 ნომრით, ავტოსადგომი, ღია და დახურული ტიპის აუზები, კვების ობიექტები და გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრები უნდა აეშენებინა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონება აქვს მითვისებული,რაზეც გამოძიება უნდა დაწყებულიყო.
“ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ეპყრობა სახელმწიფოს, ქვეყანას და ხალხს , რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს დასაქმების ადგილის შექმნა, რომლისთვისაც ყველაფერია შესაძლებელი და თქვენ იცით, თუ როგორ გადაეცა, როგორ თაღლითური გზით და ამაზე სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვხედავთ, რომ რეალურად აქვს სახელმწიფოს კუთვნილი ქონება მითვისებული”, – ამბობს რეზო ხარაზი.
შეგახსენებთ, რომ მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2015 წელს იყიდა.