ქეთა ციცქიშვილის დაკავება მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი შემთხვევაა – კოალიცია

ფორმულას ჟურნალისტის ქეთა ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევას წარმოადგენს – ამის შესაებ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი.
ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს დააკავა. დაკავებულია ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი ვახო სანაია, მას გზის გადაკეტვის საბაბით 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს