ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპას სურს, უკრაინის მიერ Tomahawk-ების გამოყენებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს მიმართოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და ევროპა საერთო პოზიციაზე მუშაობენ, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ფორმატში გამოიყენებენ იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების პოტენციურ მიწოდებასთან დაკავშირებით მიმართონ.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემს, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ სურს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საკითხმა პუტინს ტრამპთან დარეკვა აიძულა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად მუდმივ კონტაქტშია ევროპელ ლიდერებთან, რომლებსაც სურთ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტებთან დაკავშირებით თხოვნით მიმართონ.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ Tomahawk-ები. საკითხი მხოლოდ Tomahawk-ებს არ ეხება. საკითხი იარაღის გამოყენებას ეხება. შეიძლება გქონდეს ATACMS, მაგრამ როგორ შეგიძლია მათი გამოყენება? საქმე მხოლოდ ის არ არის, თუ რა იარაღი გაქვს, არამედ იმაში, თუ როგორ შეგიძლია მათი გამოყენება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება