პირველ ტაიმში შეხვედრაში მომენტი ფაქტობრივად არ შექმნილა. მეორე ნახევარში “ირმები” გააქტიურდნენ და მე-60 წუთზე ჯეკ ლივერმორმა ულამაზესი შორეული დარტყმით სტუმრები დააწინაურა, გატანილი გოლიდან 4 წუთში კი ინგლისელმა ნახევარმცველმა კვლავ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტმით დუბლი შეასრულა.
77-ე წუთზე “ქუინს პარკის” ფორვარდმა ლინდონ დაიკსმა “უოტფორდის” მცველების შეცდომით ისარგებლა და
სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.
ამრიგად, “ირმები” ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ, ვალერიენ ისმაილის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 იანვარს, “ბრისტოლ სიტის” წინააღმდეგ გამართავს.