საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.
საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.
