თანამედროვე ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი საჭიროებების დროული დაკმაყოფილება. კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ლიდერობენ თავიანთ სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება – როგორიცაა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტების ჩართვა მომსახურების პროცესში. LiveCaller-ის ცოდნის ბაზა სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია.
რა არის LiveCaller-ის ცოდნის ბაზა და როგორ მუშაობს?
LiveCaller-ის ცოდნის ბაზა წარმოადგენს უწყვეტ რეჟიმში მომუშავე, ხელოვნურ ინტელექტზე აგებულ სელფ-სერვისის პლატფორმას. ეს არის ორგანიზებული ციფრული სისტემა, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია – ტექნიკური დეტალები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, განმარტებითი სტატიები და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.
რაც მთავარია, სისტემა იყენებს სემანტიკური ძიების ტექნოლოგიას – ეს კი არის ხელოვნური ინტელექტით მართული ძიების მეთოდი, რომელიც აანალიზებს არა მხოლოდ საკვანძო სიტყვებს, არამედ მომხმარებლის მოთხოვნის კონტექსტს და განზრახვას. ამის წყალობით, მომხმარებელს საშუალება აქვს, საკუთარი სიტყვებით ჩამოაყალიბოს კითხვა – სინონიმების გამოყენებით, თუ მიახლოებითი ფორმულირებით – და მაინც მიიღოს ზუსტი, რელევანტური პასუხი.
სისტემა გთავაზობთ:
· სინონიმური და დაკავშირებული ცნებების ინტელექტუალურ ამოცნობას
· პასუხების მყისიერ გენერაციას ტექსტის აკრეფის მომენტშივე
· რელევანტური შედეგების მიწოდებას მაშინაც, როცა ზუსტი ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული
ძირითადი ფუნქციები და შესაძლებლობები
LiveCaller-ის ცოდნის ბაზის კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მის მრავალფეროვან შესაძლებლობებში. პლატფორმაზე ინფორმაცია დალაგებულია კატეგორიებად, ტეგების მეშვეობით, შესაძლებელია საჭირო მასალის სწრაფად გაფილტვრა, ხოლო პოპულარული სტატიები ყოველთვის მთავარ გვერდზეა.
AI ასისტენტის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად აჩქარებს მომსახურების პროცესს. ინფორმაციის ძებნაზე დახარჯული დრო მინიმუმამდე მცირდება, რაც ნიშნავს, რომ კლიენტები უფრო სწრაფად იღებენ პასუხებს, ხოლო თანამშრომლები – უფრო ეფექტურად მუშაობენ.
ინტეგრაცია ყველა საკომუნიკაციო არხთან
ცოდნის ბაზის ერთი-ერთი უპირატესობა, არის მისი სრული ინტეგრაცია LiveCaller-ის ყველა სხვა პროდუქტთან, როგორებიცაა:
· ვებ-ზარი
· ვებ-ჩატი
· ეკრანის გაზიარება
· სოციალური ქსელები
ეს მრავალარხიანი მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ მომხმარებელმა დაიწყოს კომუნიკაცია AI ასისტენტთან და გადავიდეს რეალურ ოპერატორთანაც, როდესაც საჭიროა დამატებითი დახმარება ან პერსონალიზებული კონსულტაცია.
მრავალენოვანი მხარდაჭერა და მონაცემთა ანალიზი რეალურ დროში
პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მრავალენოვანი მხარდაჭერის შესაძლებლობა. სისტემა ავტომატურად ახორციელებს ენის იდენტიფიკაციას და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლის მშობლიურ ენაზე. ამას ემატება ანალიტიკის ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურ დროში აწვდიან მონაცემებს:
· ყველაზე ხშირი მოთხოვნების შესახებ
· მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების შესახებ
· კონტენტის გაუმჯობესების პოტენციური მიმართულებების შესახებ
ეს ანალიტიკური მონაცემები ბიზნესს აძლევს საშუალებას, უკეთ გაიაზროს მომხმარებელთა მოთხოვნები და შესაბამისად, გააუმჯობესოს სერვისი.
რეალური სარგებელი და ეკონომიკური ეფექტი ბიზნესისთვის
კლიენტთა კმაყოფილება იზრდება 30%-ით
ხარისხიანი მომხმარებელთა მომსახურება გადამწყვეტი ფაქტორია კლიენტთა ნდობისა და ერთგულების მოსაპოვებლად. კმაყოფილი მომხმარებლების სიმრავლე კი, დადებითად აისახება შედეგებზე. სწორედ ცოდნის ბაზის გამოყენება ბიზნესისთვის, უზრუნველყოფს 30%-იან ზრდას მომხმარებელთა კმაყოფილებაში, რადგან ისინი სწრაფად იღებენ ზუსტ პასუხებს და შედეგად იზრდება ნდობა კომპანიის მიმართ.
გაყიდვების ზრდა
როცა მომხმარებელს პროდუქტის შესახებ უჩნდება კითხვები, განსაკუთრებით კომპლექსური პროდუქტების შეძენისას, ეს შეიძლება გახდეს დაბრკოლება გაყიდვის პროცესში. სწორედ ამ დროს, ცოდნის ბაზა მხარდაჭერის გუნდს აძლევს საშუალებას, ოპერატიულად მოიძებნოს ზუსტი ინფორმაცია, შემცირდეს განმეორებითი შეკითხვები და გაცილებით სწრაფად გადაიჭრას პრობლემა.
ეს პირდაპირ აისახება გაყიდვების მაჩვენებლებზე, რადგან კლიენტი, რომელიც სწრაფად იღებს პასუხებს, უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის შესახებ.
მხარდაჭერის გუნდის ეფექტიანობის მაქსიმიზაცია
ცოდნის ბაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ პრობლემების დამოუკიდებელი მოგვარება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოპერატორები მიუწვდომელი არიან. ეს ათავისუფლებს ოპერატორებს რუტინული, განმეორებადი კითხვებისგან და საშუალებას აძლევს, კონცენტრირდნენ უფრო კომპლექსურ ამოცანებზე.
და მაინც, რატომ ცოდნის ბაზა?
თანამედროვე ბიზნეს-გარემოში წარმატება მჭიდრო კავშირშია მომხმარებელთა მომსახურების ხარისხთან. ცოდნის ბაზა ზრდის სელფ-სერვისის შესაძლებლობებს და ეხმარება თანამშრომლებს პრობლემების ოპერატიულ მოგვარებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში. LiveCaller-ის ცოდნის ბაზა AI ასისტენტის შესაძლებლობებთან ერთობლიობაში ქმნის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს კლიენტების მოლოდინს, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის ბიზნესის ეფექტიანობას და ბაზარზე კონკურენტულ პოზიციებს.




