სომხეთმა, შესაძლოა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ნოემბერში შეიტანოს

სომხეთმა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ნოემბერში ან მომდევნო წელს შეიტანოს – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გერმანულ მედიაგაფებით Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის წარვადგენთ განაცხადს – შესაძლოა მომავალ თვეს, ან მომავალ წელს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული,“ – თქვა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განმარტებითვე, ერევანი და ბრიუსელი უკვე მუშაობენ ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის ოფიციალური შეტანის გარეშე.
მისივე თქმით, დასრულებულია ახალი პარტნიორობის პროგრამაზე მუშაობა, რომლის ხელმოწერაც მაქსიმუმ სამ თვეში იგეგმება.
მირზოიანმა ასევე „რეალისტურად“ შეაფასა ერთი-ორი წლის ვადაში სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ვიზების გამარტივების პროცესის დასრულება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერევანი და ბრიუსელი რამდენიმე ახალ შეთანხმებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა ამავდროულად, კვლავ რჩება სომხეთის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.
26 მარტს სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრ ს თქმით, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, რადგან საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
მანამდე მირზოიანმა განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი იყო საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელმაც საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები მოაგროვა.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის შეფასებით, ერევანის ეს ნაბიჯები შეიძლება განიხილებოდეს როგორც სომხეთის გასვლა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან, რადგან, მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ამ გაერთიანების წევრობასთან.