“თარჯიმნის ხარისხის შემოწმება საერთოდ არ არის სათანადოდ მოწესრიგებული სასამართლოებში” – ნაზი ჯანეზაშვილი

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.
რამდენად მნიშვნელოვანია, პირმა, რომელიც არ ფლობს სამართალწარმოენის ენას, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით და რამდენად მოწესრიგებულია თარჯიმნის მომსახურება ქართულ სასამართლოებში, ამ კითხვას ალიასთან საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი პასუხობს და ამბობს:
თარჯიმნის მომსახურება არის ფუნდამენტური საკითხი სამართალწარმობის პროცესში, როდესაც პირმა არ იცის სამართალწარმოების ენა, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ის უზრუნველჰყოს შესაბამისი მომსახურებით. ჩვენ (სასამართლოს გუშაგი) ჩავატარეთ კვლევა, სასამართლოში როგორ ხორციელდება თარჯიმნით მომსახურება და რამდენად ამოწმებს სასამართლო სისტემა ამ მომსახურების ხარისხს და აღმოვაჩინეთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ არის სათანადოდ მოწესრიგებული. ერთდერთი რაც შეიძლება ითქვას რომ მოგვარებულია, ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საერთო საამართლოების დეპარტამენტს თარჯიმათა ბიუროებთან და ამის მეშვეობით ხდება თარჯიმნის გამოძახება, მაგრამ როგორია ხარისხი თარჯიმნის მომსახურების, ამას საერთოდ არავინ ამოწმებს და ეს საკმაოდ დიდი და მწვავე პრობლემაა მართლმსაჯულების განხორციელების ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, უზრუნველჰყოს სახელმწიფომ თავდაპირველ ეტაპზევე თარჯიმნით მომსახურება პირის, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას და ნეორს მხრივ, ვალდებულია ეს სერვისი იყოს მაღალი ხარისხის, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ის რისკები, რაც თარგმნის არასათადანო ხარისხმა შეიძლება გამოიწვიოს და ამის გამო ზიანი მიადგეს პირის უფლებებს. ამდენად, თუკი ვერ ისარგებლა პირმა გამოძიების ან სასამართლოს ეტაპზე თარჯიმნის მომსახურებით, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ პირების, ვისაც ევალებოდათ რომ ეს სერვისი უზრუნველჰყოფილი ყოფილი იმ ადამიანისათვის, რომელმაც სამართალწარმოების ენა არ იცის.

ასევე დაგაინტერესებთ