საქართველო ჰაერს თმობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეირაღებაში არსებული 12 ერთეული SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიდან, 6 ცალს, უახლოეს მომავალში გაყიდის. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამტკიცებს, რომ ექვსივე სუ-25 „შეკეთებას და რემონტს არ ექვემდებარება“.

ჯერჯერობით, უცნობია, თავდაცვის სამინისტროს ჰყავს თუ არა შერჩეული მყიდველი? ქართული SU-25-ები არსებულ მდგომარეობაში გაიყიდება თუ მათ ნაწილებად დაშლიან? ასევე უცნობია, ექვსი ამორტიზირებული საფრენი აპარატის, სავარაუდო ფასიც.
შედარებისთვის, 2012 წელს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე ექვსი რესურსს ამოწურული SU-25-ები, ტენდერის მეშვეობით, დაახლოებით, 6 მილიონ დოლარად გაასხვისა.
შემოსული თანხა მოხმარდება საავიაციო პარკის განახლებას, ტექნიკის მოდერნიზაციას. ეს გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მივიღეთ, რომ აღნიშნული საფრენი აპარატები უკვე რამდენიმე წელია ექსპლუატაციის გარეშეა და შეკეთება-რემონტს არ ექვემდებარებიან.“ ვლადიმერ ჩაჩიბაია
ერთი ცალი, ახალი SU-25-ის ფასი 10 მილიონიდან – 12 მილიონ დოლარამდე მერყეობს, მოდერნიზებული აპარატის ფასი კი 16 მილიონ დოლარს აღწევს. ამიტომ, ბოლომდე გასაგები არ არის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ამ ნაბიჯით, “საავიაციო პარკის განახლებას” როგორ აპირებს?
გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავიამოიერიშეების გაყიდვის გადაწყვეტილებას სწორედ „საავიაციო პარკის განახლების“ სურვილით ხსნის

„დაგეგმილი არის ექვსი ერთეული SU-25 ტიპის თვითმფრინავის გასხვისება. შემოსული თანხა მოხმარდება საავიაციო პარკის განახლებას, ტექნიკის მოდერნიზაციას. გაყიდვის დრო დადგენილი არ არის, არის დაგეგმარების პროცესში.

ეს გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მივიღეთ, რომ აღნიშნული საფრენი აპარატები უკვე რამდენიმე წელია ექსპლუატაციის გარეშეა და შეკეთება-რემონტს არ ექვემდებარებიან.“

საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების დაბადების დღედ 1992 წლის 19 სექტემბერი ითვლება, როცა სამხედრო საჰაერო ძალების მაშინდელმა სარდალმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიმა SU-25-ით თბილისს გადაუფრინეს.
იმ დროისთვის, შეიარაღებული ძალების, ახლადშექმნილ სამხედრო საჰაერო ძალების სამმართველოს განკარგულებაში – 24 ცალი, სხვადასხვა მოდიფიკაციის SU-25 იყო, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადმოეცა.
1992-93 წლებში ს ომის დროს, არაერთმა ქართველმა სამხედრო მფრინავმა გამოიჩინა თავი, რომლებმაც რამდენიმე ასეული სამხედრო გაფრენა განახორციელეს.
სამწუხაროდ, გვქონდა მძიმე დანაკარგები: საქართველომ ომში ექვსი ცალი SU-25 დაკარგა. გმირულად დაიღუპნენ ვიცე-პოლკოვნიკი სლავა ჯაბუა, ზურაბ იარაჯული და სარდალი იზანი ცერცვაძე. მისი სუ-25 რუსებმა 1993 წლის 24 სექტემბერს, სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე ჩამოაგდეს,

კატაპულტირებული მფრინავები თამაზ ნადირაშვილი და რეზო ნაროუშვილი ტყვედ ჩავარდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი გაცვლა, ს სამხედრო დაზვერვის ოფიცერზე მოხერხდა; კახა თვაურმა კი კატაპულტირება შავ ზღვაზე განახორციელა და იგი სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.
შემდეგი დანაკლისი საქართველოს სამხედრო საავიაციო პარკმა, ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის დროს განიცადა. 1993 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედროებმა, ერთი SU-25 ხობთან ჩამოაგდეს; მეორე SU-25-ს კი რაკეტა სენაკთან მოარტყეს, თუმცა მფრინავმა დაზიანებული მოიერიშე კოპიტნარის აეროდრომზე მაინც დასვა.
კოპიტნარის სამხედრო აეროდრომს უკავშირდება ქართული სამხედრო ავიციის ისტორიის ყველაზე „შავი ლაქა“. 1993 წლის ნოემბერში, მოღალატე პილოტმა სერგეი ჟიტნიკოვმა კოპიტნარიდან სომხეთში, სულ ახალი SU-25 ტიპის მოიერიშე გაიტაცა. სომხეთი ამ ფაქტს დღემდე არ აღიარებს და ბუნებრივია, არც ძვირადღირებული მოიერიშე დაუბრუნებია
კოპიტნარის სამხედრო აეროდრომს უკავშირდება ქართული სამხედრო ავიციის ისტორიის ყველაზე „შავი ლაქა“. 1993 წლის ნოემბერში, მოღალატე პილოტმა სერგეი ჟიტნიკოვმა კოპიტნარიდან სომხეთში, სულ ახალი SU-25 ტიპის მოიერიშე გაიტაცა.
სომხური მხარე ამ ფაქტს დღემდე არ აღიარებს და ბუნებრივია, არც ძვირადღირებული მოიერიშე დაუბრუნებია. არაოფიციალურად ცნობილია, რომ სომხურმა სპეცსამსახურებმა ასე იძიეს შური იმის გამო, რომ 1993 წელს, ყარაბაღის ომის დროს, საქართველომ აზერბაიჯანს 3 ერთეული SU-25 მიჰყიდა.
იმავე წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი კიდევ ექვსი ერთეული SU-25 გაიყიდა. ამ აშკარა კორუფციული და დანაშაულებრივი გარიგების გამო, 90-იან წლებში სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული, თუმცა გამოძიებამ „ისიც ვერ გაარკვია“ თუ რომელ ქვეყანაში და რა ფასად გასხვისდა ქართული SU 25-ები.
შედეგად, 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, დარჩენილი, 24 ცალი SU-25-დან, 1994 წელს, საქართველოს მხოლოდ 7 ერთეული ჰყავდა.

2006-2007 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „თბილავიამშენიდან“ 5 ერთეული SU-25 “სკორპიონი” შეიძინა. ისრაელთან თანამშრომლობით. ასევე მოხდა, რამდენიმე ძველი ავია მოიერიშეს მოდერნიზებაც.
2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის დროს, ჰაერში მტრის აშკარა უპირატესობის გამო, ქართველმა სამხედრო მფრინავებმა მხოლოდ ერთი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, 8 აგვისტოს, ჯავის მიმართულებით. შემდეგ კი სარდლობამ გადაწყვიტა, რომ მოიერიშეები და საბრძოლო ვერტმფრენები სხვადასხვა აეროდრომებზე გადაემალათ.
2010 წლის გაზაფხულზე, უმაღლესმა მთავარსარდალმა შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო-საჰაერო ძალების ცალკე ერთეულად არსებობა „ზედმეტ ფუფუნებად“ ჩათვალა. სამხედრო-საჰაერო ძალები გაუქმდა და ორი: საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადების სახით, სახმელეთი ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, SU-25 ის მხოლოდ ძრავის რემონტი 180 000 დოლარი ღირს, საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნება კი 800 000 დოლარამდე ჯდება.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში, როცა ქართული სამხედრო ავიაცია ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ექვსი SU 25-ის გაყიდვა მიზანშეწონილი არ არის:
„თუ ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს არ აქვს სახსრები, რომ მოახდინოს ამ SU-25-ების გარემონტება მაშინ შესაძლებელია აპარატების დაკონსერვება-შენახმა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არიან, იმ დრომდე, როცა უკეთესი დრო დადგება და მაშინ მოხდეს მათი რემონტი.“ ირაკლი ალადაშვილი
„თუ ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს არ აქვს სახსრები, რომ მოახდინოს ამ სუ-25-ების გარემონტება და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა. მაშინ შესაძლებელია ამ საფრენი აპარატების დაკონსერვება-შენახმა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არიან, იმ დრომდე, როცა უკეთესი დრო დადგება და მაშინ მოხდეს მათი რემონტი.“
სამხედრო ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მოძველებული SU-25 და MI-24-ების რემონტს და შენახვას, აქცენტის გადატანა, საჰაერო თავდაცვის განვითარებასა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა სჯობს. ეს ნაბიჯი საქართველოს ცის კონტროლს, საჰაერო პარიტეტის დონეზე მაინც უზრუნველყოფს.

დღეისათვის, საქართველოს შეიარაღებაშია 12 ერთეული, სხვადასხვა მოდიფიკაციის, ავიამოიერიშე SU-25. აქედან 6 ერთეული – გენშტაბის მტკიცებით უვარგისია, დანარჩენებს კი ძირითადად სამხედრო აღლუმის ან ავია შოუს დროს იყენებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ესკადრილიაში ასევე შედის: 13 ერთეული სატრანსპორტო (AN-2, AN-24 და AN-32) და 17 ერთეული სავარჯიშო თვითმფრინავი (IAK-52 და L-39); 62 ერთეული სატრანსპორტო და სამხედრო ვერტმფრენი (MI-2, MI-8, MI-24 და ამერიკის ნაჩუქარი UH-1H იროკეზი) და 15 ცალი უპილოტო საფრენი აპარატი „ჰერმესი“.

ამ, რბილად რომ ვთქვათ, მოკრძალებული მაჩვენებლებით, საქართველოს კავკასიის რეგიონში, ყველაზე სუსტი სამხედრო-საჰაერო ძალები ჰყავს.
შედარებისთვის, მეზობელი აზერბაიჯანის შეიარაღებაშია: 16 ერთეული ავიაგამანადგურებელი MIG-29, 20 ერთეული MIG-25 და ოცი ცალი SU-25 და SU-24. ასევე უახლესი ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები: MI-24 (50 ცალი) და MI-35 (24 ცალი).

რაც შეეხება მეზობელ სომხეთს: მათ შეიარაღებაშია 1 ცალი MIG-25, 15 ერთეული SU-25, ასევე: MI-2, MI-8, MI-9 და MI-24 ტიპის 31 ერთეული ვერტმფრენი. ერევანი აქცენტს უფრო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე აკეთებს, მათ შეიარაღებაში აქვთ, 12 ერთეული, რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-300.