„არიან ფერმერები, რომლებიც ვერ ყიდიან თავიანთ რძეს, იმიტომ, რომ არის ძვირი და კონკურენციაში ვერ შედის მეორად პროდუქტებთან, ისეთთან, როგორიცაა მშრალი რძე, ე.წ ფხვნილი“,- ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, საკითხავია რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობის მიერ შემოთავაზებული ფერმების დასახმარებელი პროგრამა, იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი გამოწვევა არსებობს უკონტროლო ბაზართან დაკავშირებით.
ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებისთვის დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმი შეიქმნება. კერძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში შევიდა ცვლილებები და სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება. ეს შეეხება მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების ფერმის, ასევე, მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებას.

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სანამ პროგრამა შედგებოდა, გარკვეულწილად, ჰქონდათ ფერმერებთან შეხვედრები, უფრო მეტად ინდუსტრიულ ფერმერებთან და მათი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარკვეული ნაწილი იქნა გათვალისწინებული, თუმცა იყო რეკომენდაციები, რომელიც არ გაითვალისწინეს. მაგრამ, დასაწყისისთვის ეს ცუდი არ არის.
მე უბრალოდ, მაშინებს მეორე ფაქტორი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საზოგადოებრივ ფულზე, სახელმწიფო გამოყოფს ამას და ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდება, რამდენად ეფექტიანი იქნება იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს უკონტროლო ბაზართან დაკავშირებით და ფაქტობრივად, სახელმწიფოს ერთი ინსტიტუცია მეორესთან ვერ მუშაობს ეფექტურად. საუბარია, რომ სახელმწიფო იმიტომ ეხმარება აღნიშნულ ფერმებს, რომ მათ გაზარდონ რაოდენობა, მოცულობა და ა.შ. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც არიან ფერმერები, რომლებიც ვერ ყიდიან თავიანთ რძეს, იმიტომ, რომ არის ძვირი და კონკურენციაში ვერ შედის მეორად პროდუქტებთან, ისეთთან როგორიცაა მშრალი რძე, ე.წ ფხვნილი. არის კიდევ გამზადებული მასები, მაგალითად, ყველის გამზადებული მასა შემოდის, რომელშიც ცხიმის პარამეტრები დაკმაყოფილებულია და ეს ყველაფერი იმდენად იაფია, რომ გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ლეგალურად მუშაობენ, მათაც კი აღარ უღირთ საქმე ჰქონდეთ ფერმერებთან. იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობაში პრობლემაა გარკვეული დაავადებები, ჰიგიენა, სტანდარტები და ზედმეტი თავის ტკივილია, ბიზნესის თვალსაზრისით“,- განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.
წყარო: bpn.ge