“ღაზაში ომი 100 დღეა მიმდინარეობს… ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ღაზის ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა 23 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ომს ასევე მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, პალესტინელთა ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.