თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაკავებულ მხატვარს, ლევან მარგიანს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს თანამშრომლებმა ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლევან მარგიანს, სხვა დაკავებულების მსგავსად, 18 ოქტომბერს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.
როგორც შსს-მ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს სულ 14 ადამიანი დააკავეს. 13-ის მიმართ კი საქმის წარმოება დაიწყო.
დღესვე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი თორნიკე თხილავა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
შსს აცხადებს, რომ თუ ეს ადამიანები მსგავს ქმედებას გაიმეორებენ, მომდევნო ჯერზე სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან.
