სალომე სამადაშვილი – ევროპული საბჭოს სხდომის წინ გერმანიის ელჩის გაწვევა, ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებსაც ველოდებით ბრიუსელიდან

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოდან ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევას და აცხადებს, რომ ელჩის გაწვევა ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ბრიუსელიდან.
„ევროპული საბჭოს სხდომის წინ გერმანიის ელჩის გაწვევა, ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებსაც ველოდებით ბრიუსელიდან“, – წერს სამადაშვილი „ფეისბუქზე“
შეგახსენებთ, გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვეტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“.
როგორც ცნობილია, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეიკრიბება, რომელიც საქართველოს საკითხს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია