ვულოცავთ ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს – აშშ-ს საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.