თბილისის სხვადასხვა რაიონში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა.
ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის ქუჩები, მეტრომშენის დასახლებისა და მახათას დამაკავშირებელი გზა, ვარკეთილი, ზემო , კახეთის გზატკეცილი, სოფელი დიდი ლილო.
“შპს “თბილსერვის ჯგუფი”, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22″, – აღნიშნულია დედალაქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად