სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ ათი ადამიანი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან მოსამართლე ლელა კილიჩენკომ კიდევ ათი მათგანი დატოვა წინასწარ პატიმრობაში: გენადი კელიხაშვილი, დათო ღურწკაია, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გია თოლორაია, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი და მიხეილ თოლორაია.
მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
რვა ბრალდებული – სიმონ მახარაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელუხაშვილი, გური ჟვანია, რამაზ ჯორბენაძე, მიხეილ თოლორაია, ავთანდულ თოფჩიშვილი, გია თოლორაია – დუმილის უფლებით სარგებლობს, ხოლო დანარჩენი ორი – დათო ღურწკაია და კახაბერ კვაჭანტირაძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
პროკურატურა ათივეს მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვდა. დაკავებულების ადვოკატები კი მათ გათავისუფლებას ან 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.
გუშინ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 4 პირს – იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძესა და გიორგი ტალახაძეს შეეფარდათ პატიმრობა. ხოლო მარიამ მეყანწიშვილს – 10 000-ლარიანი გირაო. მან გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია 62 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ