მიხეილ რამიშვილი: ემიგრანტებო, თქვენ მიიღებთ საოცნებო სტატუსს… საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჩაითვლებიან უცხო ძალად, აგენტებად

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი:

საზღვარგარეთ მცხოვრებო ემიგრანტებო, თქვენი საცხოვრებელ ბინებიდან გადმოკიდეთ ქართული ოცნების დროშა და ნომერი 41, მერე ჩაკიდეთ ერთამანეთს ხელები და უმღერეთ სიმღერა ქართულ ოცნებას, რატომ ? არცერთ ხელისუფლებას არ გამოუჩენია ემიგრანტების მიმართ, ასეთი სიყვარული, პატივისცემა და მზრუნველობა, როგორიც ქართულმა ოცნებამ. ახალი კანონის თანახმად, რომლის განხილვაც მოხდება პარლამენტში, თქვენ მიიღებთ საოცნებო სტატუსს და წოდებას. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჩაითვლებიან უცხო ძალად, აგენტებად და ა.შ და თუ მოინდომებენ საქართველოშიც არ შეგიშვებენ. ეს აღსანიშნავია და როგორც კი ჩამოვლენ ამერიკასა თუ ევროპაში თავიანთ ვილებში გადაღლილი ჩინოვნიკები დასასვენებლად, უნდა დავხვდეთ და გაუწიოთ საუკეთესო და სანიმუშო მასპინძლობა, აბა თქვენ იცით არ დაგავიწყდეთ სტუმარ-მასპინძლობა”