აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ხალხი იკრიბება ტრამპის საწინააღმდეგო აქციებზე – “არა მეფეებს”

აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დაიწყო აქციები სახელით “არა მეფეებს”, რომლებთაც აპროტესტებენ -ის პრეზიდენტის, ს მიერ იმიგრაციის, განათლების და უსაფრთხოების სფეროებში გატარებულ პოლიტიკას. აქციების ორგანიზატორები – რომლებიც ვარაუდობენ, რომ აქციათა საერთო რაოდენობა 2600-ს გადააჭარბებს – თვლიან, რომ ტრამპის პოლიტიკას ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიჰყავს.
საპროტესტო ტალღა მოიცავს დიდი და მცირე მასშტაბის აქციებს ქალაქებში, შემოგარენებში და მცირე დასახლებებში მთელი აშშ-ის მასშტაბით. ეს ტალღა მოსდევს ივნისში გამართულ მასობრივ დემონსტრაციებს.
შაბათის აქციები დაიწყო აშშ-ის გარეთ – რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა მოიყარა თავი ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან, შეკრებები იყო ასევე მადრიდსა და ბარსელონაში.
შაბათს დილით დემონსტრანტებმა მსვლელობა დაიწყეს ჩრდილოეთ ვირჯინიიდან ვაშინგტონისკენ, ასობით ადამიანმა თავი მოიყარა არლინგტონის სასაფლაოსთან – სადაც ტრამპი განიხილავს თაღის აშენებას ხიდის გასწვრივ, ლინკოლნის მემორიალიდან.
ხელისუფლებაში 10 თვის წინ მოსვლის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა საიმიგრაციო კონტროლი, მასშტაბურად შეამცირა ფედერალური თანამშრომლები და დაფინანსება შეუწყვიტა ელიტურ უნივერსიტეტებს უთანხმოებათა გამო, მათ შორის პროპალესტინური აქციებისთვის ღაზაში ს მიერ წარმოებული ომის დროს, ასევე უნივერსიტეტებში მრავალფეროვნების ხელშეწყობის და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ გატარებული ზომების გამო. დიდი ქალაქების მცხოვრებნი მომსწრენი გახდნენ მათ ქალაქებში ეროვნული გვარდიის სამხედროების შესვლის – პრეზიდენტის ბრძანებით, რომელიც აცხადებს, რომ ეს ძალები საჭიროა იმიგრაციის კონტროლისთვის და დანაშაულთან ბრძოლისთვის. “არაფერია უფრო ამერიკული, ვიდრე განაცხადი ‘ჩვენ მეფეები არ გვყავს’, და მშვიდობიანი პროტესტის ჩვენი უფლების გამოყენება” – ამბობს ლეა გრინბერგი, თანადამფუძნებელი ორგანიზაციისა Indivisible (“დაუყოფელი”), პროგრესული ორიენტაციის ორგანიზაციის, რომელიც აქციების “არა მეფეებს” მთავარი ორგანიზატორია. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო როიტერსი.
ტრამპს ბევრი არაფერი უთქვამს შაბათის საპროტესტო აქციებზე, თუმცა გადაცემა Fox Business-სთვის მიცემულ, ტელეეთერით პარასკევს ნაჩვენებ ინტერვიუში განაცხადა – “ისინი მეფეს მიწოდებენ – მე მეფე არ ვარ”.
შაბათის მსვლელობების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ – ამბობს გრინბერგი. “ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების გაერთიანება” აცხადებს, რომ იურიდიული წვრთნა ჩაუტარა ათი ათასობით მოქალაქეს, რომლებიც აქციებს ზედამხედველობას გაუწევენ, ამ პირებმა ასევე დეესკალაციის მეთოდებიც ისწავლეს. “არა მეფეების” საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა სოციალური მედიით.
კამპანიას მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელმა, პროგრესული ორიენტაციის სენატორმა ბერნი სანდერსმა, კონგრესის წევრმა დემოკრატმა, ალექსანდრა ოკასიო-კორტესმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპთან დამარცხდა.
რესპუბლიკელები, მათბ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, აქციებს აკრიტიკებენ.

ასევე დაგაინტერესებთ