შსს – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი რუსთაველის გამზირზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვახდენთ ყველა სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას და გატარდება კანონით განსაზღვრულ ზომები

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს, მოუწოდებს, გზის სავალი ნაწილი გახსნან.
უწყება აღნიშნულისთვის მოქალაქეებს 15 წუთიან ვადას აძლევს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.
„2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით

სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა – ლევან კუპატაშვილი ბრალს „ფაქტების უხეშ მანიპულაციას“ უწოდებს